“ალიანსში შევიდა “ნაციონალებთან” ჩემთვის ეს მიუღებელია” – კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები კიდევ 30-მა მოქალაქემ დატოვა

“ნაცმოძრაობაში” პორტირებული კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები დღეს კიდევ ოცდაათმა მოქალაქემ პროტესტის ნიშნად, დატოვა. როგორც ისინი “რეგიონულ კვირასთან” აცხადებენ, მათთვის “ნაციონალურ მოძრაობასთან” ნებისმიერი კავშირი მიუღებელია. კახა ოქრიაშვილს მხარს იმიტომ უჭერდნენ, რომ იგი სამთავრობო გუნდის წარმომადგენელი იყო, ახლა კი ისინი მხარს “ქართული ოცნების” კანდიდატს, გოგი მეშველიანს დაუჭერენ.

„ 2016 წელს ხმა მივეცი კახა ოქრიაშვილს. ამ წელსაც ვაპირებდი მისთვის მიმეცა ხმა, მაგრამ იგი ალიანსში შევიდა “ნაციონალებთან” ჩემთვის ეს მიუღებელია. გვახსოვს “ნაცების” 9 წლიანი მმართველობა, სისხლიანი მმართველობა, სამასიათასი პრობაციონერი. კარგი ძნელად მახსენდება მე მათი გაკეთებული. მთელი მსოფლიო წინ მიდის და ჩვენ ისევ უკან წავიდეთ? ჩემთვის მაგალითად მიუღებელია. მხარს ვუჭერ დღეიდან გოგი მეშველიანს“, – ამბობს ავთანდილ ჭავჭავაძე.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც კახა ოქრიაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატად დასახელდა, მისი მხარდამჭერთა რიგები პროტესტის ნიშნად, ათობით მოქალაქემ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები