საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

დღევანდელი მონაცემებით, განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 363-ს შეადგენს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის სულ 2075 შემთხვევაა დადასტურებული.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 390 ადამიანი გადის.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები