თეონა ცხომელიძე: სავარაუდოდ, ჩემი ინფიცირება პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანისგან მოხდა

“სავარაუდოდ, ჩემი ინფიცირება მოხდა პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანისგან, ამას დაადგენენ უფრო ზუსტად ეპიდემიოლოგები”, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ჟურნალისტმა, თეონა ცხომელიძემ განაცხადა.

“დღეს დამიდასტურდა კორონავირუსი, მაქვს ტემპერატურა, სხვა სიმპტომი არ მაქვს. სავარაუდოდ, ჩემი ინფიცირება მოხდა პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანისგან, ამას დაადგენენ უფრო ზუსტად ეპიდემიოლოგები. მქონდა, სამწუხაროდ, ბევრი კონტაქტი სამსახურში, ამ პერიოდში ყოველდღე ვმუშაობდი. ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე ვნერვიულობ, რომლებიც შესაძლოა, ჩემგან დაინფიცირდნენ”, – აღნიშნა თეონა ცხომელიძემ.

​ცნობისათვის, პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერსა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს საბურთალოს ოლქში, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები