გაერო-ში დიდი დეპრესიის გამეორებას პროგნოზირებენ
კორონავირუსის პანდემია უპრეცედენტო ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს, რომელიც 1930 წლების დიდ დეპრესიას შეედრება.
ამის შესახებ გაერო-ს მოხსენებაშია ნათქვამი.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ოლივიე დე შუტერმა აღნიშნა, მსოფლიოში 176 მლნ ადამიანს სიღარიბე ემუქრება. მოხსენებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ბევრმა ქვეყანამ პანდემიის დროს მოსახლეობის დასახმარებლად ხანმოკლე ზომა მიიღო, რაც აღარ არის საკმარისი.
“თუ გამოვიყენებთ დღეში 3,2 დოლარის საბაზისო ზღვარს, მაშინ 176 მლნ ადამიანს სიღატაკე ემუქრება”, – თქვა მან.
შუტერმა ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, ბევრად გაბედული ნაბიჯები გადადგან სიღარიბისა და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, რადგან ამჟამინდელ ვითარებაში სერიოზული კრიზისი გარდაუვალია, მისი შედეგები კი კაცობრიობაზე დიდ გავლენას მოახდენს.
მისივე თქმით, მსოფლიოში უამრავმა ოჯახმა მარაგები უკვე დახარჯა და უკიდურეს მდგომარეობაში იმყოფება.