“ჩვენი მთავარი გამოწვევა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ეკონომიკის იმ ნიშნულზე დაბრუნებაა, რომელიც 2020 წლის დასაწყისში გვქონდა”

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” თავის საარჩევნო პროგრამას უახლოეს დღეებში წარადგენს, რომელშიც დეტალურად იქნება საუბარი პარტიის ხედვებსა და პრიორიტეტებზე.

„ჩვენი მთავარი გამოწვევა დღეს არის ის, რომ მსოფლიო პანდემიის ფონზე მინიმალურ რისკებამდე დავიყვანოთ ეკონომიკის რეცესია, სოციალური ფონის გაუარესება, ადამიანების ჯანმრთელობას მოვუფრთხილდეთ, დინამიკაში ეს ყველაფერი გავაკეთოთ სწორად და დავუბრუნდეთ პირველ ნიშნულს, რაც გვქონდა ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით 2020 წლის დასაწყისში და შემდეგ განვაგრძოთ კიდევ უფრო მყარად განვითარება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები