იულია ტიმოშენკო კორონავირუსისგან განიკურნა
უკრაინის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, პარტია “ბატკივშჩინა”-ს თავმჯდომარე იულია ტიმოშენკომ კოვიდ 19 დაამარცხა.
ამის შესახებ ტიმოშენკოს პრესმდივანმა, მარინა სოროკმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკოსი თავს კარგად გრძნობს, თუმცა “ფილტვების ანთება რჩება, მაგრამ მკურნალობა წარმატებით მიმდინარეობს და სულ მალე ის ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება”.
იულია ტიმოშენკოს ავადმყოფობის შესახებ 23 აგვისტოს გახდა ცნობილი. საავადმყოფოში მისი გადაყვანის აუცილებლობაც კი გახდა საჭირო და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიერთება.