აშშ-ის უსაფრთხოების საბჭო: რუსეთი შტატებში ქაოსისა და უთანხმოების დათესვას ცდილობს
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში განაცხადეს, რომ რუსეთი ქვეყანაში ქაოსისა და უთანხმოების დათესვას ცდილობს.
ამის შესახებ ინფორმაცია საბჭოს Twitter-ის გვერდზე გამოჩნდა.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმ მიზეზით, რომელიც გულისხმობს რუსეთის მცდელობას, ჩაერიოს აშშ-ის საარჩევნო პროცესში, რუსეთთან კავშირში მყოფი პირების წინააღმდეგ გუშინ სანქციების დაწესდა.
აგვისტოს დასაწყისში აშშ-ის ეროვნული კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ცენტრის დირექტორმა, უილიამ ევანინმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობა ჯო ბაიდენის “გაშავებას” ცდილობს, რადგან მას “ანტირუსული ისტებლიშმენტის” წარმომადგენლად მიიჩნევენ. ასევე, ცდილობენ, 2020 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპს დაუჭირონ მხარი.