საფრანგეთში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა – 10 ათასამდე ინფიცირებულია
საფრანგეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 9 843 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ქვეყანაში უკვე 392 243 დადასტურებული შემთხვევაა.
France24 ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 71 ახალი კლასტერი გამოვლინდა.
ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსს 19 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, 30 819 ლეტალური შემთხვევაა.
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია, ჩინოვნიკები ახალი შემთხვევების მატების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
ასევე, აღინიშნება, რომ ბოლო ერთ კვირაში 48 542 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მაჩვენებელი 5,4%-ით გაიზარდა.
სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მთავრობამ გარკვეული “მკაცრი ზომები” უნდა მიიღოს.