თბილისში, ნუცუბიძეზე ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა, ის ადგილზევე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.