ჩინეთში, ერთერთ სასტუმროსთან ძლიერი აფეთქება მოხდა (ვიდეო)

ჩინეთის ქალაქ ჩუჰაიში, ერთერთ სასტუმროსთან ძლიერი აფეთქება მოხდა.

Sina-ს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არიან დაშავებულები.

მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ყველაზე სავარაუდო მიზეზად გაზის აფეთქება სახელდება.

ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანია დაშავებული. ისინი ჰოსპიტალიზებულები არიან.

აფეთქებას ხანძარიც მოჰყვა, თუმცა ამჟამად ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება.

რამდენიმე ქუჩაში სატრანსპორტე მოძრაობა შეზღუდულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები