ბეირუთის პორტში ხანძარი გაძლიერდა

ბეირუთის დანგრეულ პორტში ხანძარი გაძლიერდა.

მედიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე საათია, ზეთისა და საბურავების საწყობები იწვის. ნახევარი ქალაქი კვამლით არის დაფარული.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ხანძრის ქრობაში ლიბანის არმიის ვერტმფრენები არიან ჩართულნი.

ბეირუთის გუბერნატორის, მარვან აბუდის თქმით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები