გიორგი გამსახურდია: ჩემი ძმის მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს საქველმოქმედო ფონდი ქართუ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია მოუწოდებს მოქალაქეებს , რომ არ შევიდნენ შეცდომაში და დაუდგენელი პირების მიერ შექმნილ ანგარიშზე არ ჩარიცხონ თანხა, რაც თითქოს ცოტნე გამსახურდიას მკურნალობისთვისაა საჭირო.

როგორც გიორგი გამსახურდია წერს, ყველა სახის თანხების მოთხოვნა და მოგროვება ცოტნესთვის არის პროვოკაცია როგორც მინიმუმ და ამორალიზმი იმათი მხრიდან, ვინც ამას აკეთებს.

„ჩემი ძმის მკურნალობის ხარჯებს სრულიად ფარავს საქველმოქმედო ფონდი ქართუ. შესაბამისად, ყველა სახის თანხების მოთხოვნა და მოგროვება ცოტნესათვის არის პროვოკაცია როგორც მინიმუმ და ამორალიზმი იმათი მხრიდან, ვინც ამას აკეთებს. თხოვნაა არ შეხვიდეთ შეცდომაში“, – წერს გიორგი გამსახურდია.

ინფორმაციას ადასტურებს სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდიაც და საზოგადოებას მოუწოდებს არ ჩარიცხონ თანხა და არ შევიდნენ შეცდომაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები