ფოთში, მდინარე რიონში არასრულწლოვნის სამძებრო სამუშოები მიმდინარეობს

ფოთში, მდინარე რიონში არასრულწლოვნის სამძებრო სამუშოები მიმდინარეობს. თვითმხილველთა თქმით, ბიჭი საბანაოდ შევიდა და დინებამ გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, იგი მარნეულიდანაა და ფოთში სტუმრად იმყოფებოდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები.
შს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ფოთში, თვითმხილველია განცხადებით, ხედავდნენ მდინარე რიონზე მცურავ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც წყალში გაუჩინარდა. ადგილზე მობილიზებულია: სამი მყვინთავი, 1 ნავი, 2 სკუტერი, 2 კატერი, აქედან ერთი აღჭურვილი წყალზე საძიებო სკანერი – “ექოლოტით” და სამაშველო ჯგუფი საფრენი აპარატი – დრონით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები