ტრამპის რეიტინგი გაიზარდა
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნდობის რეიტინგი იზრდება და ამჟამად ივნისის მონაცემის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიუახლოვდა.
ამის შესახებ The Hill-ი კომპანია HarrisX-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.
სექტემბრის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 47% ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერის მუშაობას დადებითად აფასებს, 53% კი მას არ ამართლებს.
აღინიშნება, რომ აგვისტოს ბოლოდან, როდესაც უკანასკნელი გამოკითხვა ჩატარდა, რეიტინგი 3%-ით გაიზარდა.