ბექა ფერაძე: ჯარიმა ჩვენი თვითმიზანი არ არის, ხდება ობიექტების გაფრთხილება, მაგრამ თუ ამის წინაშე დავდგებით, მოგვიწევს, გამოვიყენოთ

“შრომის ინსპექცია აქტიურად უწევს ზედამხედველობას ობიექტების ინსპექტირების პროცესს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯარიმა არ არის თვითმიზანი, არამედ ხდება ობიექტების გაფრთხილება, რეკომენდაციების გაცემა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მოუწევთ, გამოიყენონ.

„შრომის ინსპექცია აქტიურად უწევს ზედამხედველობას ობიექტების ინსპექტირების პროცესს. ჩვენ, გარდა იმისა, რომ სანქცირებას ვიყენებთ, ვაძლევთ რეკომენდაციებსა და გაფრთხილებებს, მიმდინარე დღეებში ხუთი ათასამდე გაიცა რეკომენდაცია, გაფრთხილება, რომ პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნები იქნას დაცული. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ არ ხდება რეკომენდაციების დაცვა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვდგებით იმ კრიტიკული აუცილებლობის წინაშე, რომ გამოვიყენოთ სანქცირების მექანიზმი. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჯარიმა არ არის ჩვენი თვითმიზანი, ხდება გაფრთხილება, რეკომენდაციის მიცემა, მაგრამ თუ ამის წინაშე დავდგებით, ჩვენ მოგვიწევს, ეს გამოვიყენოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ საზედამხედველო სისტემა, არამედ თითოეული მოქალაქის, დასაქმებულისა და დამსაქმებლის პასუხისმგებლობაცაა,  მათ დაიცვან რეკომენდაციები და თვითშეგნება იყოს ამაღლებული“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები