თბილისში “მედკაპიტალის” პოლიკლინიკის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე მდებარე “მედკაპიტალის” პოლიკლინიკის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა.

“მედკაპიტალის” მენეჯერის, მედეა ზარნაძის თქმით, ინფიცირებული ექიმის კოლეგები, რომლებსაც მასთან შეხება ჰქონდათ, თვითიზოლაციასა და საკარანტინე ზონებში იმყოფებიან.

“ჩვენი თანამშრომელი 1-2 სექტემბერს გამოცხადდა სამსახურში და არ ჰქონდა არანაირი ჩივილები, 3-ში ჩვეულებრივად აიღო კოვიდზე ტესტი და იყო სუსტად დადებითი. იმავე წუთში გავაკეთეთ დეზინფექცია, მეორე დღეს გავიგეთ, რომ მეორე ტესტიც იყო დადებითი. იზოლაციაში არის 19 თანამშრომელი. მას შეხება ჰქონდა პაციენტთან და მიმდინარეობს ეპიდდაკვირვება, თუ რომელიმეს გამოუვლინდება, ყოველდღიური შეხება გვაქვს ოჯახის ექიმებთან”, – განაცხადა ზარნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები