დაკარგული ილია ფილფანის მშობლების ვარაუდით, ბავშვი შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდეს
“ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. საზღვარი არ კონტროლდება, შესაძლოა, სწორედ იქ იყოს, თუმცა, მოზარდი დამოუკიდებლად საზღვარს ვერ დატოვებდა”, – ამის შესახებ სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის მამამ, დავით ფილფანმა განაცხადა.
დავით ფილფანის თქმით, ჩნდება ვარაუდი, რომ ბიჭი შესაძლოა, ქვეყნის საზღვრებს გასცდა ან გაიყვანეს.
“არავითარი მოწმე, სატელეფონო ზარი ან ვიდეოჩანაწერი არ მოიძებნა, რაც გვიჩენს ვარაუდს, რომ ბიჭი შესაძლოა, ქვეყნის საზღვრებს გასცდა ან გაიყვანეს. მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. საზღვარი არ კონტროლდება, შესაძლოა, სწორედ იქ იყოს, თუმცა მოზარდი დამოუკიდებლად საზღვარს, რა თქმა უნდა, ვერ დატოვებდა”, – აღნიშნა დავით ფილფანმა.
ილია ფილფანის მშობლები დღეს შსს-ში იმყოფებოდნენ.
ცნობისთვის, 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.