კახეთში არასრულწლოვან დებს ეძებენ – დაწყებულია გამოძიება

კახეთში ორი არასრულწლოვნის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, დები – ლიკა და მარიამ დემინაშვილები ყვარლიდან დედასთან მიდიოდნენ, რა დროსაც თელავში ბებიას შეხვდნენ და უთხრეს, რომ თბილისში წასვლა სურდათ. ბებიამ მათ უარი უთხრა და დები სამარშრუტო ტაქსით ისევ ყვარელში გაისტუმრა, საიდანაც მათი კვალი იკარგება.

არასრულწლოვან დებს პოლიცია ეძებს. თელავის პოლიციის განყოფილებაში ამ წუთებში დების დედისა და ოჯახის წევრების გამოკითხვა მიმდინარეობს.

შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები