“ჯორჯიან მანგანეზის” გადაწყვეტილებით, ზესტაფონში მცხოვრებ 4 წარმატებულ აბიტურიენტს, რომელმაც ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი ქულები მიიღო, კომპანიისგან სტიპენდია დაენიშნება.
აღნიშნული ინფორმაცია ზესტაფონის სკოლების ხელმძღვანლებთან შეხვედრაზე კომპანიის სპეციალურმა მმართველმა – ნიკოლოზ ჩიქოვანმა გააჟღერა.
მან იმ საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომლებიც დღესდღეობით სკოლებისა და მოსწავლეებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს. შეხვედრაზე, ასევე, “ეკოლოგიკა 2019” შეაჯამეს და პროექტის მომავალი სეზონი დააანონსეს.
“ჯორჯიან მანგანეზმა” რვა წარმატებულ აბიტურიენტს, ახლა უკვე სტუდენტს, ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა. ჩვენ გვინდა, რომ ამ ჟესტით წავახალისოთ ის მოზარდები, რომლებმაც მართლა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები აიღეს“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.
ზესტაფონსა და მის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების დირექტორებთან შეხვედრა მე-2 საჯარო სკოლაში გაიმართა.