პროკურორი: შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დასრულებულია, ბრალდებულების საკნებში ჩაწერა არ მიმდინარეობს

საგამოძიებო მოქმედებები სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა და ზემოაღნიშნული მასალა, განსაიდუმლოების შემდეგ, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ბრალდების მხარემ 3 სექტემბერს მხოლოდ დაცვის მხარეს გადასცა, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.

ყაზარაშვილი თქმით, რადგან შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დასრულებულია, ბრალდებულების საკნებში ჩაწერა არ მიმდინარეობს.

„გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულების საპატიმრო საკნებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე დამატებით განვმარტავთ, რომ ვინაიდან გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე დასრულდა გამოძიება და საქმე არსებითად განსახილველად წარიმართა სასამართლოში, საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ბრალდებულთა საპატიმრო საკნებში დასრულებულია და, შესაბამისად, არ მიმდინარეობს აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ასევე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საგამოძიებო მოქმედებები სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა და ზემოაღნიშნული მასალა, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, განსაიდუმლოების შემდეგ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ბრალდების მხარემ 2020 წლის 3 სექტემბერს მხოლოდ დაცვის მხარეს გადასცა“, – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები