საქართველოში საკარანტინე პერიოდი 8 დღემდე შემცირდა
საქართველოში საკარანტინე პერიოდი რვა დღემდე მცირდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, რვადღიანი კარანტინის შემდეგ, პირს ჩაუტარდება პისიარტესტირება და, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მეცხრე დღეს კარანტინს დატოვებს. თუმცა, მოქალაქეს ვალდებულება ექნება, განმეორებითი ტესტირება მე-12 დღეს ჩაიტაროს.
თავდაპირველად, საკარანტინე პერიოდი 14 დღით იყო განსაზღვრული, შემდეგ – 12 დღემდე, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი რვა დღემდე შემცირდა.