„მაგთიკომი“ თაღლითობასთან დაკავშირებით აბონენტებს აფრთხილებს

კომპანია „მაგთიკომი“ აბონენტთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, დილიდან ფიქსირდება გამოტოვებული ზარები საერთაშორისო ნომრებიდან, ძირითადად, ეთიოპიიდან, რომელთა საწყისი კოდია: 002519

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, არ დარეკონ მითითებულ ნომრებზე, რადგან გადარეკვის შემთხვევაში, ანგარიშიდან თანხა ჩამოიჭრება.

„ნუ დარეკავთ მითითებულ ნომრებზე, ეს თაღლითობის მცდელობაა, ნომერი საერთაშრისო მიმართულებისაა და, გადარეკვის შემთხვევაში, ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ თანხა.

ნომრები უკვე დაბლოკილია, თუმცა სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები