რა კავშირია იგორ ნავალნის, მამა-შვილი სკრიპალების მოწამვლასა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კებერშეტავას შორის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროზე, ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანიც ამ უწყებათა ბაზებში შეღწევა იყო. ,,კიბერშეტევისას სამედიცინო დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება სცადეს”, – წერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებაში.

აქვე შსს მოუწოდებს უცხოელ პარტნიორებს, დაეხმაროს საქართველოს ამ დანაშაულის გახნაში.

,,კვირა“ საქართველოში კიბერუსაფრთხოების აკადემიის დამფუძნებელს, ვლადიმერ სვანაძეს ესაუბრა:

-2019 წელს, საქართველოს მთავრობის საიტსა და მონაცემთა ბაზაზე საკმაოდ მძლავრი კიბერთავდახმის შემდეგ, ამგვარი მასშტაბის დანაშაული აღარ დაფიქსირებულა. რას იტყვით ჯანდაცვის სისტემის ყველაზე უფრო სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმის მიზანზე?

– ცოტა შორიდან დავიწყებ. უკანასკნელ ხანს მთელმა მსოფლიომ გაიგო რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სერგეი ნავალნის მოწამვლის შესახებ. ნავალნი გერმანელმა მედიკოსებმა გადაარჩინეს და, გერმანელი სპეციალისტებისვე განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატი მოწამლული იყო ,,ნოვიჩოკით“, რომელიც ხელოვნურად გამოყვანილ ვირუსს წარმოადგენს. ამავე ,,ნოვიჩოკით“ მოწამლეს ძმები სკრეპალები, რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები, რომლებმაც ბრიტანეთს შეაფარეს თავი. სკრეპალებისა და ნავალნის საქმეებზე რუსული სპეცსამსახურები ავრცელებდნენ კულუარულ ინფორმაციას, რომ ,,ნავიჩოკი“ საქართველოში, ლუგარის ლაბბორატორიაში მზადდება და ის ამერიკულ-ქართული პროექტია.

-2-3 წლის წინ საქართვეოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე განხორციელებულ შეტევასაც იგივე მიზანი ჰქონდა?

-სავარაუდოდ, კი. სწორედ მაშინ იყო სკრიპალების მოწამვლის თემა აქტუალური. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ ერთერთი ქვეყნის სპეცსამსახურებმა განახორციელეს კიბერშეტევა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზეო. შსს სხვანაირად ვერ იტყოდა, კერძოდ, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები შემოიჭრნენ დანაშაულებრივად ქართულ სივრცეში, ეს გამოძიების დასადგენია, თუმცა, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებისთვის დღეს დიდ ამოცანას აღარ წარმოადგენს ამ შეტევის ადრესატი ქვეყანა: ის შეიძლება, მხოლოდ რუსეთი და მისი სახელმწიფოებრივი ინტერესი იყოს.

-რა ინფორმაცია აინტერესებდათ კერძოდ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში შემოჭრილ სპეცსამსახურებს?

-შესაძლოა, საერთოდ არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ აინტერესებდათ. ახლა მოხდება ჩვენი ბაზებიდან მოპარული ინფორმაციის კონტენტის დანაშაულებრივად შეცვლა და, სავარაუდოდ, უახლოეს ხანში რომელიმე, აღმოსავლეთ ევროპული ან რუსეთის მეგობარი ქვეყნის საიტზე მოხდება ამ ინფორმაციის განთავსება შეცვლილი ინფორმაციით. ამ ინფორმაციის თანახმად კი ,,დამტკიცდება“, თითქოს, ლუგარის ლაბორატორიაში ქართველები და ამერიკელები ერთობლივად ამზადებენ “ნოვიჩოკს“, როგორც ამას რუსები არაერთი წელია, აცხადებენ და ჩვენი ქვეყნისა და ამერიკის დისკრედიტაციისთვის იყენებენ.

-როგორ ფიქრობთ, შსს შეძლებს გამოძიების ბოლომდე მიყვანასა და დამნაშავე ქვეყნის დასახელებას?

-ჯერჯერობით, შსს ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამს და მოუწოდებს პარტნიორ ქვეყნებს, ჩაერთონ გამოძიებაში. ფაქტია, რომ რუსეთი ცდილობს , “ნოვიჩოკის“ წარმოება ლუგარის ლაბორატორიას მიაწეროს და კიდევ ერთხელ გაგვიტეხოს სახელი მსოფლიო თანამეგობრობის თვალში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები