პროკურორი: დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მაწევანის ტერიტორიაზე, ავტომობილში აღმოჩენილი ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის. ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ განაცხადა.

„დნმ-თან დაკავშირებით, ის ეჭვები, რაც ოჯახს ჰქონდა გამოირიცხა. დადგინდა, რომ გარდაცვლილი წარმოადგენს მათ შვილს“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.

ამასთან, როგორც გუმბერიძემ აღნიშნა, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა უკვე გაიცნო და ამ დასკვნის შესახებ პროკურატურა განმარტებას სავარაუდოდ ხვალ გააკეთებს. მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნა დაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები