შოთა გულბანი: ინფლაციის დონე შემცირების ტენდენციით ხასიათდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია

„აგვისტოში თვიური ინფლაცია -0,02% დაფიქსირდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4,8% შეადგინა, რაც ასევე შემცირებული მაჩვენებელია. ეროვნული ბანკის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შედეგს იმკის”, – ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შოთა გულბანმა განაცხადა. ექსპერტის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ფასების ზრდის ნაწილში ყურადღებას იპყრობს, არის თავად ეკონომიკური აგენტების, მოვაჭრეების ქცევა კრიზისულ პერიოდში, რომელიც ხშირად ეკონომიკურ ლოგიკას არ შეესაბამება.
“შედეგი გამოხატულია იმ გარემოებაში, რომ ინფლაციის დონე სებ-ის მიერ განსაზღვრულ მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს უახლოვდება. ვინაიდან მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის პროდუქტებზე ფასების ზრდა მტკივნეულად მოქმედებს, სებ-ის პოლიტიკა, რომ დაიჭიროს ინფლაცია გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით, შეიძლება, გამართლებულად მივიჩნიოთ.
მიმდინარე კრიზისულ პერიოდში, იმ დროს – როცა ხალხს ნაკლები ფული აქვს დასახარჯად და არც ტურისტები შემოდიან ქვეყანაში, მოვაჭრეები, იმ იმედით, რომ მოგება გაზარდონ ან შეინარჩუნონ, პროდუქტებზე ფასებს, შემცირების ნაცვლად, ზრდიან, რაც არასწორი სტრატეგიაა. არადა მარტივი ლოგიკაა, კრიზისულ პერიოდში გადამხდელუნარიანობა, როგორც წესი, კლებულობს, რა დროსაც გასაყიდი პროდუქტები უფრო ხელმისაწავდომ ფასად უნდა შევთავაზოთ ადამიანებს, შედარებით ნაკლებ მარჟაზე ვიმუშაოთ და გაყიდვებსაც შევინარჩუნებთ“, – განაცხადა შოთა გულბანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები