აჭარაში კორონავირუსზე უფასო PSR ტესტი 1494-მა პირმა გაიკეთა
აჭარაში, სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებულ კარვებს უფასო PCR ტესტისთვის 1494-მა მოქალაქემ მიმართა. აქედან ტესტირება ბათუმში 1443-მა და ქობულეთში 51-მა პირმა ჩაიტარა.
ანალიზისთვის პოლიკლინიკებში 642 პირი მივიდა.
ღია კაფე-ბარების, ბუნგალოებისა და ღამის კლუბებში გაიტესტა 79 თანამშრომელი.
924 ნიმუში იქნა აღებული ოაზისში.
კარვებში 1-ელი სექტემბერს აღებული 600 კვლევის პასუხი სრულად ჯერ არ დასრულებულა.
კარვები ბათუმში “ანბანის კოშკთან”, “აჭარულ სახლსა” და ბულვარის კოლონადებთანაა განთავსებული, ასევე, ქობულეთში, პარკის ტერიტორიაზე.