გურამ მაჭარაშვილი: საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებებით საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებებით საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებებით ამომრჩეველს დაცულობის განცდა ექნება.

„საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება გამოითქვა. ცვლილებები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოწონებულია. არსებული კანონმდებლობითაც შევძლებდით, რომ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩაგვეტარებინა, მაგრამ ახალი ცვლილებებით საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება. აღნიშნული ცვლილებები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოწონებულია. ამომრჩეველს განცდა ექნება, რომ ეს პროცესი დაცული და მისი თავისუფალი ნება უზრუნველყოფილი იქნება. მაღალი მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენს პროექტს მხარდაჭერა ექნება, რადგან ის ემსახურება წინასაარჩევნო კამპანიასა და არჩევნების დღეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისათვის, “საარჩევნო კოდექსსა” და მისგან გამომდინარე “სისხლის სამართლის კოდექსში” შესატანი ცვლილებების თანახმად, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სანქციები მკაცრდება. კანონპროექტს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები