“კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევიდან 8 ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირია, 4 შემთხვევის წყაროზე ეპიმდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს”
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევიდან რვა ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემთხვევის წყაროზე ეპიმდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
„კორონავირუსით დაინფიცირებული 20 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ: რვა შემთხვევა დადასტურებულ ინფიცირებულებთან კონტაქტია, ერთი არის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი, შვიდი შემოტანილია, მათგან ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ოთხ შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს წყაროს მოძიებისა და კონტაქტების დადგენის მიზნით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.