ბობოყვათის კვირიკესა და დაგვას 100-მდე ოჯახი რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბობოყვათი-კვირიკაული-კონცელიძეების მიმართულებით 1800 მეტრ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქობულეთის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის ხელოვნური და დამცავი ნაგებობა მოეწყო, დამონტაჟდა წყალგამტარი ლითონის მილები და აშენდა ახალი ხიდი.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 1 089 999 ლარია გამოყოფილი.
რეაბილიტირებული გზა ბობოყვათის, დაგვისა და კვირიკეს ადმინისტრაციულ ერთეულებს აკავშირებს და ასზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები