ლაშა ნაცვლიშვილი: მიშა ყველას ყველაფერს შეახსენებს – მაჭუტაძეს შეახსენებს, რომ… მაჭუტაძეა
“აბა, გაბედოს ვინმემ ოპოზიციაში და არ დაემორჩილოს სააკაშვილის ბრძანებას”, – ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილი “პრაიმტაიმთან” ვრცელ ინტერვიუში საუბრობს.
ნაცვლიშვილის თქმით, მიშა ყველას ყველაფერს შეახსენებს.
“იგი ყველას ყველაფერს გაუხსენებს: ბოკერიას გაუხსენებს, რომ ივანიშვილის სცენარით დაუშალა პარტია; ხაზარაძეს შეახსენებს, რომ მევახშეა; გირჩსა და ვაშაძეს წამოაძახებს, რომ ბურჭულაძის პოლიტიკურად განადგურების სპეცოპერაციაში მონაწილეობა ივანიშვილის სასარგებლოდ მიიღეს; მაჭუტაძეს შეახსენებს, რომ… მაჭუტაძეა; ზოგს წამოაძახებს, რომ შევარდნაძის დროინდელია, ზოგს ზვიადისტს დაუძახებს, ზოგს კი – პუტჩისტს. ხო, მართლა, უგულავას შეახსენებს, რომ ციხიდან გამოსვლის სანაცვლოდ მას „დედა აგინა“. თუმცა, არა! უგულავას არაფრის შეხსენება არ დასჭირდება. უგულავა ისედაც მასთან იქნება ისევე, როგორც – გულისამრევი ოქრუაშვილი, ჭკნობამორეული მეძავი ლეიბორისტი და მიტოვებული ქალებისთვის დამახასიათებელი შურისძიების დაუძლეველი ვნებით აღსავსე, ბოღმით თვალ და გონებადაბინდული უმრწმესი ბერძენიშვილი და უქარქაშო გუბოზ სანიკიძე”, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.