არჩილ თალაკვაძე: საქართველო აძლიერებს დემოკრატიას და მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი საერთაშორიო მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები ამ პროცესს მხარს უჭერენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ახალ დირექტორს, ალან გილამს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრა ტელეკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

საუბარი შეეხო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ გატარებულ საკანონმდებლო რეფორმებს, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, „კოვიდ19“-თან დაკავშირებულ უსაფრთხოების ზომებსა და სადამკვირვებლო მისიების საქართველოში ჩამოსვლის საკითხს.

შეხვედრაში ვიცესპიკერი – კახა კუჭავა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი ბერაია, ასევე, NDI-ს ადგილობრივი ოფისის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

„საქართველო საიმედო დემოკრატიული პარტნიორია. ჩვენ გავატარეთ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები და მზად ვართ არსებითად პროპორციული სისტემით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. საქართველო აძლიერებს დემოკრატიას და მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი საერთაშორიო მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები ამ პროცესს მხარს უჭერენ. ყველა სათანადო ზომა, რათა გლობალური პანდემიის პირობებში დამკვირვებლები საქართველოში ჩამოვიდნენ, მიღებულია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები