გიორგი გახარია: გასაძლიერებელია ტესტირება ბათუმის ბულვარსა და სხვადასხვა წერტილში

“მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია ეპიდემიასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მძიმდება, რა თქმა უნდა, ჩვენ სპეციალურ საკარანტინე ზომებს ბათუმში არ ვაცხადებთ და ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ბათუმში კონცენტრირებულია საკმაოდ მაღალი რაოდენობა მოქალაქეების, რომლებიც ისვენებენ და აქ ყურადღებაა გასამახვილებელი, გასაძლიერებელია ტესტირება ბულვარსა და სხვადასხვა წერტილში.

„მოგეხსენებათ, რომ ბათუმში დაფიქსირებული შემთხვევებიდან ეს 22 ადამიანი გვყავს კვების ობიექტიდან. დღეს ბათუმში კონცენტრირებულია საკმაოდ მაღალი რაოდენობა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც ისვენებენ და აქ ყურადღებაა გასამახვილებელი, გასაძლიერებელია ტესტირება ბულვარსა და სხვადასხვა წერტილში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები