“აქტიურად ვიქნები ჩართული თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში” – გოგი მეშველიანი ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობს
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების: ბორბალოს, ღოუბანის, ერტვისის, ვაშლოვანისა და ასურეთის მოსახლეობას შეხვდა.
დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივებს განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
„აქაური მაცხოვრებლები უაღრესად მშრომელი და საინტერესო ხალხია. მიუხედავად ბოლო პერიოდში ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული ბევრი პროექტისა, ჯერ კიდევ აქტუალურია სოფლამდე მისასვლელი გზებისა და სასმელი წყლის საკითხი. ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების რაც შეიძლება მოკლე ვადებში გადასაჭრელად”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.