ლევან იზორია ბუნდესთაგის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა – მხარეებმა ეპიდომიოლოგიური მდგომარეობა და ტურიზმის სფეროზე კრიზისის გავლენა განიხილეს
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია ბუნდესთაგის ვიცეპრეზიდენტს კლაუდია როთს შეხვდა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრზე მხარეებმა განიხილეს კორონავირუსის პანდემიის მხრივ არსებული ეპიდომიოლოგიური მდგომარეობა და კრიზისის გავლენა ტურიზმის სფეროზე. დადებითად შეფასდა გერმანიისა და საქართველოს გადაწყვეტილება ორივე ქვეყნის ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში შეყვანასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე საუბარი დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემას, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. კიდევ ერთხელ გამოიხატა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. ელჩმა ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევენების უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებების შესახებ.
ბუნდესთაგის ვიცეპრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, საქართველოს კულტურითა და ასევე მიმდინარე რეფორმებით განსაკუთრებულ დაინტერესებას.