სოფო კილაძე: თუ რომელიმე ბანკი უარს გეტყვით და არ მოგცემთ თქვენს თანხას საბავშვო ანაბარზე, მაშინ ეს იქნება უკანონო უარის თქმა

“მივმართავ საზოგადოებას, თუ რომელიმე ბანკი უარს გეტყვით და არ მოგცემთ თქვენს თანხას საბავშვო ანაბარზე, მაშინ ეს იქნება უკანონო უარის თქმა”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

კილაძის თქმით, „სამოქალაქო კოდექსში“ სულ ორი ჩანაწერია, რომელიც ეხება უძრავ და მოძრავ ნივთებს, ანაბარზე კი საუბარი არც ყოფილა.

„თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ ეს ჩანაწერი „სამოქალაქო კოდექსში“ ანაბარს არ ეხება. ეს განმარტება გავაკეთე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელთან, ყველგან, ჟურნალისტებთან. მივმართავ საზოგადოებას, თუ რომელიმე ბანკი უარს გეტყვით და არ მოგცემთ თქვენს თანხას საბავშვო ანაბარზე, მაშინ ეს იქნება უკანონო უარის თქმა. „სამოქალაქო კოდექსში“ არის სულ ორი ჩანაწერი, ეს ეხება ერთი უძრავ ნივთებს და მეორე მოძრავ ნივთებს. ანაბარზე საუბარი არ არის და არც გვქონია ასეთი განზრახვა, რომ ჩვენ ანაბრების გაცემა დაგვებლოკა ხალხისთვის, ნურავინ შეგიყვანთ შეცდომაში.

„სამოქალაქო კოდექსში“ შესატანი ეს ცვლილებები ემსახურება იმას, რომ ჩვენთან ძალიან ბევრი მოქალაქე მოვიდა წინა წლების მანძილზე და გვქონდა საშინელი სიტუაცია. მაგალითად, მამებმა, რომლებიც აზარტულ თამაშებზე იყვნენ დამოკიდებულები, გაუყიდეს ბავშვებს ქონება და ბავშვი არის დაუცველი. აქ არის მთავარი, რომ დავიცვათ ბავშვები ისეთი გამოვლინებისგან, რომელიც ბავშვს დააზარალებს“, – განაცხადა კილაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები