გიორგი გახარია: სექტემბრიდან, სწავლის დაწყების შემდეგ ყველამ უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული წესები, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ბავშვებსა და მოხუცებს

“სექტემბრიდან ყველამ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები, რომ, პირველ ყოვლისა, გავუფრთხილდეთ ჩვენს ბავშვებსა და მოხუცებს, გავუფრთხილდეთ ჩვენს ეკონომიკას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჩაქვში განაცხადა, სადაც ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაალ მიქელაძე და ქობულეთის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ცოტნე ანანიძე წარადგინა.

მისივე თქმით, “ჩვენ, სხვებთან შედარებით, უკეთ შევძელით დაგვეცვა და გავმკლავებოდით გლობალურ პანდემიას”.

“ჩვენ ხომ სხვებთან შედარებით უკეთ შევძელით, დაგვეცვა და გავმკლავებოდით გლობალურ პანდემიას და დღეს ახლა ბათუმში, არ უნდა ვამბობდე ამას, საამაყო ამაში არაფერია, შეიძლება, ერთი მხრივ, ეპიდემიოლოგებისა და ექიმების მხრივ, მაგრამ დღეს ახლა ბათუმში როცა ვმოძრაობ და ვსეირნობ ვხედავ, რომ საქართველოში მოქალაქეებს პანდემია ცოტა ხნით დაავიწყდათ. მივცეთ ახლა ახალგაზრდებს იმის შესაძლებლობა, რომ სწავლის დაწყებამდე ცოტა მოდუნდნენ და დაისვენონ, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სექტემბრიდან ყველამ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები იმისთვის, რომ, პირველ ყოვლისა, გავუფრთხილდეთ ჩვენს ბავშვებსა და მოხუცებს, რა თქმა უნდა, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეკონომიკას”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები