ფესტივალი „სინედოკი“ ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის ფილმით გაიხსნა

ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის ფილმი „გვირაბი“ დაჯილდოვდა კრეატიული დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე – MakeDox.

30 აგვისტოს, დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „სინედოკი” სწორედ ამ ფილმით გაიხსნა.
წელს CinéDOC-Tbilisi-ს მერვე გამოშვება ინოვაციური ფორმატით იმართება, ის რამდენიმე პლატფორმას მოიცავს და შესაძლებლობას აძლევს მაყურებელს, მისთვის სასურველ გარემოში უახლესი შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები იხილოს.
ორგანიზატორების იფნორმაციით, ახალმა რეალობამ მათ უბიძგა, ალტერნატიული გზები მოეძებნათ საქმიანობის გასაგრძელებლად, შედეგად, ფესტივალი წელს ჰიბრიდის ფორმატში გაიმართება და მაყურებელს ფილმის სანახავად სხვადასხვა პლატფორმებს შესთავაზებს:

ფიზიკური ჩვენებები: Cavea Drive-in ლისზე, კავკასიის სახლის ეზო;
„სინედოკის“ ტელედარბაზი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის აგვისტოს ეთერი;
ონლაინჩვენებები: www.cinedoc-tbilisi.com

„ჩვენ ვქმნით ემოციებს“ – წელს ფესტივალი ამ სლოგანის გარშემო ერთიანდება და მაყურებელს ყველაზე რელური და დაუვიწყარი ემოციების სამყაროში მოგზაურობას სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები