31 აგვისტო ქართველი ფერმწერის, ნანა მესხიძის გარდაცვალების დღეა

31 აგვისტო ქართველი ფერმწერის, საქართველოს დამსახურებული მხატვრის, პედაგოგ ნანა მესხიძის გარდაცვალების დღეა. იგი, 1997 წელს, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნანა (ნანული) მესხიძე დაიბადა თბილისში, 1936 წლის 13 მარტს. მშობლები: ქართული ხალხური სიმღერების ლოტბარი და დამსახურებული პედაგოგი არჩილ მესხიძე (1912–1999);  ანიკო ავლოხაშვილი (1917–1994) – მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და რეჟისორი.
ხელოვნებისადმი მიდრეკილება ბავშვობიდანვე ჰქონდა — თავდაპირველად კლასიკური მუსიკით იყო გატაცებული, მაგრამ, საბოლოოდ, მან სახვითი ხელოვნება აირჩია.
1944–1952 წლებში სწავლობდა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახ. ქალთა 23-ე საშუალო სკოლაში.
1957 წელს  თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმი დაამთავრა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა. აქ მისი პედაგოგი ფერწერის ფაკულტეტზე გამოჩენილი ქართველი მხატვარი უჩა ჯაფარიძე იყო.
1963 წელს ნანა მესხიძემ წარჩინებით დაამთავრა სამხატვრო აკადემია (სადიპლომო ნამუშევარი – „ჩვენი ეზო“), რის შემდეგაც ის უკვე იწყებს აქტიური მონაწილეობის მიღებას საკავშირო და საზღვარგარეთულ გამოფენებში.
1965 წელს გახდა მხატვართა კავშირის წევრი.
1977 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება.
1983–1988 მუშაობდა იაკობ ნიკოლაძის სახ. სამხატვრო ტექნიკუმში ფერწერის პედაგოგად.
1961–1980 მისი მეუღლე იყო საქართველოს სახალხო მხატვარი, რადიშ თორდია.
მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და რუსეთის გალერეებში. პერიოდულად თანამშრომლობდა ჟურნალ „საქართველოს ქალთან“, წლების მანძილზე დაილუსტრირებული აქვს სხვადასხვა ტიპის პუბლიკაცია.
გარდაიცვალა თბილისში 1997 წლის 31 აგვისტოს.

                                                                     

                                  

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები