ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის მემორიალური ალბომის წარდგენა

1 სექტემბერს, 14:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის ილია ჭავჭავაძის დარბაზში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასთან ერთად, გამართავს ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის მემორიალური ალბომის პრეზენტაციას.

როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგებიან – IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე, მირიან ხოსიტაშვილი.

მემორიალური ალბომის ავტორები, ანტონ ვაჭარაძე და ირაკლი მახარაძე ისაუბრებენ XX საუკუნის პირველი მეოთხედის გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწის, ბენია ჩხიკვიშვილის შესახებ.

ბენია ჩხიკვიშვილი 1900-იანი წლებიდან სათავეში ედგა რევოლუციურ გამოსვლებს, იყო თვითაღიარებული “გურიის რესპუბლიკის” პრეზიდენტი, შემდეგ წლები გაატარა გადასახლებაში. საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში, იყო სოხუმში მთავრობის წარმომადგენელი, თბილისის მერი, წარგზავნილი იყო ბათუმში ბრიტანული მისიის გასვლის დროს და სათავეში ედგა აჭარის საქართველოსთვის გადმობარების პროცესს. ქვეყნის დატოვების შემდეგ, აწარმოებდა მოლაპარაკებებს ლევილის მამულის შესყიდვის თაობაზე. 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისთვის ქვეყანაში დაბრუნდა, რის გამოც ბოლშევიკებმა დააკავეს. 1924 წლის 1 სექტემბერს, აჯანყების სხვა მონაწილეებთან ერთად ის რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა.

მემორიალური ალბომის პრეზენტაცია იმართება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.

მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქუჩა 7.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები