„საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი: მიხეილ ჯავახიშვილი“ – საჯარო ლექცია

 31 აგვისტოს, 17:00 საათზე, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი გამართავს საჯარო ლექციას – „საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი – მიხეილ ჯავახიშვილი“, რომელსაც ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლელა წიქარიშვილი ჩაატარებს.

როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლელა წიქარიშვილი დამსწრე საზოგადოებას ესაუბრება მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ. მასზე, როგორც 1918-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერსა და პოლიტიკურ მოღვაწეზე, საბჭოთა რეჟიმის მიერ მწერლის მიმართ გატარებულ რეპრესიებსა და მის ტრაგიკულ აღსასრულზე.

„საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი“ – თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის ახალი ციკლია, რომელიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს ეძღვნება.

მისამართი: მიხეილ ზანდუკელის ქ.1,  მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის ეზო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები