ბექა გოჩიაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ბათუმში

31 აგვისტოს, 21:00 საათზე,  ბათუმის ჩოგბურთის კორტები ბექა გოჩიაშვილის კონცერტს უმასპინძლებს, ნიკოლოზ რაჭველთან და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებთან ერთად.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ხელოვანთა გაერთიანება „კონცეპტArt“ და საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი მუსიკის სხვადასხვა ჟანრის სინთეზით შექმნილ ექსკლუზიურ პროექტს წარმოადგენს.
ეს იქნება ჯაზისა და სიმფონიური ჟღერადობის კოლაბორაცია, საავტორო მუსიკა და ცნობილი კომპოზიციები. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ აღიარებული მუსიკოსები – ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე და მიშო ურუშაძე.

პროექტი ხორციელდება ბათუმის მერიის მხარდაჭერით.
კარი გაიღება 20:00 საათზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები