ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა დაითხოვა

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტში მიმდინარეობს საგანგებო სესია, რომელზეც ოკუპირებული რეგიონის მთავრობის და გენერალური პროკურორის გადაყენების საკითხი განიხილება ​.

„ეხო კავკაზას“ ცნობით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სეპარატისტული რესპუბლიკის მთავრობა დაითხოვა .

ცნობისთვის, ცხინვალის ციხეში 28 წლის ცხინვალელი ინალ ჯაბიევი, სავარაუდოდ, ცემით მოკლეს. ის ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით იყო დაკავებული.

აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად ე.წ სამხრეთ ოსეთში, ცენტრალურ მოედანზე  ასობით ადამიანი შეიკრიბა. როგორც მათთან შესახვედრად მისულმა ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, ე.წ შს მინისტრი, იგორ ნანიევი თანამდებობიდან უკვე გაათავისუფლა და პროკურატურაში მის წინააღმდეგ საქმეც აღიძრ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები