ჩიპები ილონ მასკისგან – დღეს კომპანია Neuralink-ი „ტვინი- მანქანას“ პრეზენტაციას გამართავს

დღეს კომპანია Neuralink, რომელიც ილონ მასკს ეკუთვნის, ინტერფეისი “ტვინი- მანქანას“ პრეზენტაციას გამართავს. როგორც მასკი ტვიტერზე წერს, აღნიშნული მოწყობილობა პირებს, რომლებსაც თავის ტვინის მძიმე ტრავმა აქვთ გადატანილი, სასიცოცხლო ფუნქციების მართვა – აღდგენაში დაეხმარება.

როგორც ირკვევა სპეციალური მოწყობილობის, ერთგვარი „საკერავი მანქანის“ მეშვეობით ადამიანის ტვინში სპეციალური ჩიპების ჩაკერება ხდება, რომლებიც ელექტრონების მეშვეობით ყურს უკან მიმაგრებულ სპეციალურ კაფსულა – გენერატორს უკავშირდება.

მასკის განმარტებით, ეს მოწყობილობა ტვინიდან წამოსულ იმპულსებს ს Bluetooth-ს გადასცემს, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს კომპიუტერი დისტანციურად გონების საშუალებით მართოს.

როგორც მასკი წერს, ტექნოლოგიამ წარმატებით გაიარა გამოცდა პრიმატებზე.
„არ მინდა გადავაჭარბო, მაგრამ ახალი ტექნოლოგია უნიკალურია და ტვინის ყველა, მათ შორის მამოძრავებელ ფუნქციებს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს“, – აცხადებს მასკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები