თბილისში ფესტივალი – HYPERSONIC -2020 გაიმართება

 28 აგვისტოს,  20:00 საათზე  და 30 აგვისტოს, 23:30 საათზე, თბილისში დაფუძნებული ორი წამყვანი კლუბის, BASSIANI-ს და KHIDI-ის პატრონაჟითა და კურატორობით, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი – HYPERSONIC გაიმართება, რომელიც გაურკვეველი ვადით დახურული კლუბების სოლიდარობისა და მხარდაჭერის იდეას წარმოადგენს.
ფესტივალის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ 2021 წელს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება, დახურულ სივრცეებში დასაქმებულ პირებს მუშაობის საშუალება მიეცემათ და ფესტივალიც, გეგმის მიხედვით, შავი ზღვის სანაპიროზე ჩატარდება.
ფესტივალში მონაწილეობენ თანამედროვე ტექნო-სცენის გავლენიანი და ქართველი მსმენელის ფავორიტი არტისტები, რომლებიც ყველასთვის მონატრებულ სივრცეებში არსებულ ჟღერადობას და სულისკვეთებას გამოხატავენ.

Ancient Methods, Boyd Schidt, Dito, Hamatsuki, Héctor Oaks, HVL, Kvanchi, MARCEL DETTMANN, Nebbieri, OTHR, Phase Fatale, ROMAN, Sophie Phare, Vulkanski, Yanamaste, Zesknel
18 წლამდე პირებზე მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა.
Hypersonic 2020  ციხისძირში უნდა გამართულიყო, თუმცა ქობულეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო ორგანიზატორებმა ადგილმდებარეობა შეცვალეს.
ამჯერად ფესტივალი თბილისში, კუს ტბაზე, „ცისკარის“ ღია სივრცეში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები