მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 2 ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, 3 შემოტანილია, კიდევ სამის წყარო ჯერ უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევვიდან ორი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, სამი შემოტანილი შემთხვევაა, კიდევ სამის წყარო უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

„კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: ორის წყარო დაავადებულთან კონტაქტია, სამი შემოტანილია, სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, კიდევ სამ შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის მიზნით.
გამოჯანმრთელებულების რიცხვი ექვსით გაიზარდა. იყო 1 190 და ეს მაჩვენებელი არის 1 196. განკურნებულების პროცენტული მაჩვენებელი კვლავ 82-ია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები