თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში წუხელ ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, რომელიც კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გულ-მკერდის არეში დაჭრილი მიიყვანეს. როგორც ექიმმა განაცხადა, საავადმყოფოში შეყვანისას მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესი იყო.

გარდაცვლილის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები