მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო ლენჯერს უკავშირდება, 6 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო ლენჯერს უკავშირდება, ექვსი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილია.

„კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა ასეთი განაწილების გახლავთ, ერთის წყარო ლენჯერის კლასტერია, ექვსი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტს განეკუთვნება, ოთხი შემოტანილია, მათგან ერთი კვლავ სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

გამოჯანმრთელებულების რიცხვი სოლიდურად გაიზარდა. იყო 1150 , გამოჯანმრთელდა 40 და ეს მაჩვენებელი არის 1190. ამ მონაცემებით, გამოჯნმრთელებულის პროცენტული მაჩვენებელი 82-ია“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები