კონკურსი პოეზიაში – გამარჯვებულები მესხეთში, შოთაობის დღესასწაულზე დაჯილდოვდებიან

გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ რედაქცია აცხადებს კონკურსს პოეზიაში.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დაწესებულია შემდეგი პრემიები:

გრან-პრი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან;
პირველი პრემია – 1500 ლარი – ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიისგან;
მეორე პრემია – 600 ლარი – კერძო პირ ელდარ ალიევისგან;
მესამე პრემია – 500 ლარი – ივ.ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს მოროფოლოგიის ინსტიტუტისგან;
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პრემია.

გამარჯვებულებს პრემიები გადაეცემათ პოეზიის დღე – შოთაობაზე, სოფელ რუსთავში.
საკონკურსო ლექსები უნდა გაიგზავნოს მხოლოდ გამოუქვეყნებელი. ნაბეჭდი ფორმით (არაუმეტეს 5 ლექსისა). ხელნაწერი არ მიიღება.
საკონკურსო მასალები იგზავნება დევიზით: ერთი კონვერტით იგზავნება საკონკურსო მასალა და დევიზი. მეორე კონვერტით – ავტორის გვარი, სახელი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ლექსების ჩამონათვალი და დევიზი (კონვერტზე არ უნდა მიეთითოს ავტორის ვინაობა).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, გარდა გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ თანამშრომლებისა, სარედაქციო საბჭოს და ჟიურის წევრთა ოჯახის წევრებისა.
საკონკურსო ლექსების მიღების ბოლო ვადაა 10 სექტემბერი და იგზავნება შემდეგ მისამართზე:
0500, ასპინძის მუნიციპალიტეტი, დაბა ასპინძა. თამარის ქუჩა №3. გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ რედაქცია.

საკონტაქტო პირი: 599 979524.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები