ქართველი ხალხის ბრძოლას რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ „გუგლმა“ საგანგებო გამოფენა მიუძღვნა

25 აგვისტოს „გუგლმა“ საგანგებო გამოფენა მიუძღვნა ქართველი ხალხის ბრძოლას რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ.
„ჩვენი კიდევ ერთი დიდი გამარჯვება!
ქართველი ხალხის ბრძოლას რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ „გუგლმა“ საგანგებო გამოფენა მიუძღვნა.
გამოფენა სახელწოდებით – „ხალხური თეატრიდან პოლიტიკურ სატირამდე“ მსოფლიოს უდიდესი კულტურული ინსტიტუტის პლატფორმაზე 25 აგვისტოს ჩაიტვირთა. ეს არის ამ ტიპის პირველი გამოფენა ამიერკავკასიის მასშტაბით, რადგან ამ შემთხვევაში „გუგლის“ ფოკუსის ობიექტი ერთი ექსპონატია, კერძოდ, საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმში დაცული არუთინ შამშინოვის მონუმენტური ტილო „ყეენობა“.
მხოლოდ „გუგლისთვის“ დამახასიათებელი zoom-in ფორმატით, დამთვალირებელს საშუალება ეძლევა, ნახატზე ისეთ დეტალებზე გაამახვილოს ყურადღება, რომლის შემჩნევაც საგამოფენო დარბაზში შეუძლებელია. თუმცა ყველაზე საყურადღებო გამოფენის შინაარსია. ხელოვნების სასახლის სპეციალისტები, ნახატის საშუალებით ყვებიან „ყეენობის“ ძირძველი ტრადიციების შესახებ და იმაზეც, თუ როგორ იქცა ეს ტრადიცია რუსულ იმპერიალიზმთან და ცარიზმთან ბრძოლის სიმბოლოდ“, – აღნიშნულია ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხ. ბმული:
https://artsandculture.google.com/story/from-secular-spectacle-into-political-satire/wQJCSDJz2O7xIA?fbclid=IwAR3do-7fWDP1v1W29Ml-oPUZJPAHKHQz_c4PuouNUJRDMZ_XfMrT1mzKvjQ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები