ამირან გამყრელიძე: თანდათან მოვეშვით, პირბადეზე უკეთესი დაცვის საშუალება არ არსებობს

“თანდათან მოვეშვით, პირბადეზე უკეთესი დაცვის საშუალება არ არსებობს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ რეკომენდაციები და გთხოვთ, ამას მაქსიმალური ყურადღება მიექცეს მასმედიაში. ორი მთავარი რეკომენდაციაა დღევანდელი ეტაპისთვის, რაც აუცილებლად დასაცავია. ჩვენ ვამჩნევთ, რომ თანდათან მოვეშვით. აი, ახლაც ძალიან ბევრს არ გიკეთიათ პირბადე. დახურულ შენობებში აუცილებელია პირბადე.

მეორე ტალღის ტიპის განვითარებაა საფრანგეთში, ესპანეთში, ასევე ზრდის ტენდენციაა გერმანიასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ტურიზმი აქტიურად განვითარდა. ბევრ ქვეყანაში პირბადის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი საშუალების, უფრო მკაცრად, მანდატორულად ტარების აუცილებლობა განიხილება და იქ ჯარიმები რამდენიმე ასეული ევროს ფარგლებშია. მე ახლა არა ჯარიმებზე, არამედ მოსახლეობის მეტ თვითშეგნებაზე ვსაუბრობ იმიტომ, რომ ამაზე უკეთესი დაცვის საშუალება დახურულ შენობაში არ არსებობს. ასევე, თუ ღია სივრცეში ბევრი ადამიანი ერთად იკრიბება და არ არის დისტანციის დაცვის საშუალება, აუცილებელია პირბადის ტარება. ეს ინფექციის გავრცელების რისკს სერიოზულად ამცირებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები